წერილი მას ვინც ჩემი ცხოვრება შეცვალა

ჩვენი შეხვედრა ისევე უცნაური იყო როგორც ჩვენი მთელი ურთიერთობა შენც და მეც ძალიან უცნაური ხალხი ვართ ეს შენთვის პირადადაც უამრავჯერ მითქვამს თუმცა თუ უცნაურობაში შევეჯიბრებით ნამდვილად შენ მოიგებ…. Continue reading

სამყარო

ადამიანის ცხოვრება იმდენად ხანმოკლეა ხანდახან ვერცკი ამჩნევ როგორ გადის დრო ბევრი კითხვა ჩნდება და მერე ჩვენ პასუხის ძიებაში ვატარებთ მთელ ჩვენს შეგნებულ ცხოვრებას მაგრამ არსებობს ითხვები რომლებზეც პასუხი არავინ იცის და პასუხის პოვნა მხოლოდ სიკვდილის შემდეგაა შესაძლებელი… -მეტი->

facebook acount რომ გამიუქმდეს

ესეც ჩემი პირველი თეგ-თამაში რომელზეც ke tu siმ დამთაგა თანაც თემა ზუსტად საჩემოა რადგან უმეტეს დროს კომპიუტერთან ვატარებ და facebookს ვრთავ იმ მომენტიდან  რაც კომპიუტერს ვრთავ… ახლახანს მოვუსმინე  რომ მარკ ცუკენბერგს ვიღაც ეცილება facebookის აქციებში..  იმასაც მოვუსმინე თითქოს  ეს სოციალური ქსელი მავნებელია  ჯანმრთელობისათვის  თუმცა შემიძლია  თავისუფლად  შემიძლია ვთქვა რომ დღემდე  არაფერი დამშავებია ამ სოციალური  ქსელის გამოყენებით    ახლა   იმაზე ვისაუბროთ   რა მოხდება  ერთ დღეს რომ  აღმოვაჩინო რომ facebook გამიუქმდა… -ვრცლად->

წერილები ღმერთს

ბავშვებს დაავალეს. რომ წერილი მიეწერათ ღმერთისთვის… და აი შედეგებიც…

მესამეკლასელი: “მე ჯერ პატარა ვარ, მესამე კლასში ვსწავლობ. ცოდვები ჯერ არ მაქვს, მაგრამ აუცილებლად მექნება” Continue reading

ისევ 27

ალბათ ამ თემაზე ბევრი სტატია წაგიკითხავთ ბევრი აზრი მოგისმენიათ სიუჟეტიც ბევრი გინახავთ მაგრამ გადავწყვიტე  მაინც დამეწერა ჩემი  შეხედულება ამ საკითხზე   ამერიკულ შოუბიზნესს უამრავი უარყოფითი მხარე აქვს   იმის მიუხედავად რომ  მსოფლიოს  ამერიკელი  ვარსკვლავები უკვე დიდი ხანია ა ღიარებული ჰყავს   მაგალითად არის  როლები რომლის  თამაშის შემდეგაც  მსახიობების კარიერას  საფრთხე შეექმნა  ან უარყოფითი მოვლენები განვითარდა  მათ  პირად ცხოვრებაში მაგრამ ამჯერად   მინდა  ყურადღება  რიცხვ  27ზე  გავამახვილო… როგორც იცით არსებობს  ფიქტიური გაერთიანება რომელსაც 27ელების  კლუბს  ან  მარად 27იანელებს უწოდებენ  კლუბში გაერთიანებულნი  არიან  ის  მომღერლები რომლებიც ამათუ იმ მიზეზით  27 წლის  ასაკში  გარდაიცვალა…  კურტ  კობეინმა თავი მოიკლა…
ჯენის ჯოპლინი  ჰეროინის  გადაჭარბებულმა  დოზამ იმსხვერპლა .. ბრაიან  ჯონსი   საცურაო აუზში დაიხრჩო…. Continue reading

მანია სახელად კომპიუტერი

დაფიქრდით და განსაზღვრეთ  თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღის რამდენი პროცენტი მიაქვს იმ პატარა  პლასტმასების კაბელების  და
სხვადასხვა სქემებისაგან შექმნილ მანქანას სახელად კომპიუტერი…   დარწმუნებული  ვარ თითოეულმა თქვენგანმა ძალიან  კარგად   იცის  თუ რა ზიანი მოაქვს ამ ერთი  შეხედვით უწყინარ ნივთს  მაგრამ დღეს კომპ[იუტერის გარეშე ყოფნა ფაქტიურად წარმოუდგენელია

  ამიტომ გვინდა თუ არა  მაინც დიდ დროს ვუთმობთ მას    არსებობენ ადამიანებიც რომელთაც შეუძლიათ გაღვიძების მომენტიდან   დილა კომპიუტერით დაიწყოს   და   სანამ კლავიატურაზე არ დაეძინება    არ ადგეს კომპიუტერის  სკამიდან…  არის  მომენტები
Continue reading

ჩემი ბლოგივით ჭრელი ზაფხული

ზაფხული  თითქმის დასრულდა  რომ გითხრათ ძალიან მწყინსთქო მოგატყუებთ   მაგრამ ისიც მართალია რომ ასეთი  მაგარი ზაფხული   თითქმის  არ მქონია    ჯერ თბილისში ვერთობოდი უამრავი სისულელით  მოკლედ მე და ჩემი ძმის ცოლი თავდაყირა ვუვლიდით მთელ   ქალაქს ხან სად  ვიყავით ხან სად ჩემი ძმის შვებულებით მე უფრო მაგრად ვისარგებლე  ვიდრე მან…    სახლში დავბრუნდი და აქ ხომ სულ გავაფრინე  ხან ანისთან ვეგდე ხან  ანი იყო ჩემთან და   ხანაც ორივე ერთად მოედანზე… ერთ დღეს მოვისმინე რომ საქართველოში  MTV ჩამოდის და თან  Enrique  Iglesias ჩამოყავთ და  ავტყდი მაგ კონცერტზე   უნდა მოვხვდე მეთ ქი    სპეციალურად კონცერტისთვის არ წავსულვართ    უბრალოდ  მთელი  ოჯახი    ქობულეთისკენ   იყო  გეზით   მე კი ყველა გეგმა  შევცვალე      და   ბათუმში    წავედით . ენრიკე  ჩემი   საყვარელი მომღერალია   ბავშვობიდან   ძალიან  მიყვარს და თან ესპანელია მე კი ესპანელებზე ვგიჟდები მოკლედ   ამას როგორ დავაკლდებოდი …    ბათუმი   მართლა   ძალიან    ლამაზია    ყველაფერი   ისეა გაკეთებული თავი    სხვა ქვეყანაში  გეგონება…    შადრევნები… ბულვარი… პიაცას მოედანი  და  ა სე  შემდეგ…   სასეირნოდ ღამით  გვიან გავდიოდით    დღეში საშუალოდ   100 სურათს ვიღებდით    ვხალისობდით … პლაჟიც კარგი იყო  თანაც  ახლოს  გვქონდა  თუმცა ცუდი   ის  იყო რომ    ქართულ   საუბარს   იშვიათად  თუ გაიგონებდით   ჩვენი დიასახლისიდან დაწყებული ქუჩაში გამვლელებიც რუსულად საუბრობდნენ  თან იმდენი სომეხი იყო რომ  თავი ერევანში გეგონებოდათ…   Continue reading

სახლში დაბრუნება….

დავბრუნდი… ალბათ ცოტა დამაგვიანდა მაგრამ მთავარია რომ დავბრუნდი…. არ ვიცი საერთოდ რატომ მოვუკელი პოსტების წერას ბოლოს კი საერთოდ შევწყვიტე ალბათ სათქმელი აღარაფერი მქონდა ან მქონდა და ხალისი დავკარგე არამარტო წერის…. სხვა რაღაცეებისაც… თუმცა მთავარია რომ ახლა დავბრუნდი და თან სიახლეებიც მომაქვს ახალი ამბები და ახალი სურპრიზები… მოკლედ სულ სულ სულ თავიდან ვიწყებ ყველაფერს ნაკლები მოწყენილობა მეტი ღიმილი ესაა ჩემი ახალი დევიზი ვცვლი ცხოვრებას ბლოგს და ყველაფერს რაც გამაჩნია სულ თავიდან უნდა დავიწყო ცხოვრებააა…!!!! ბლოგის იერსახეს შევცვლი მუსიკასაც და მოკლედ ისე გადავსხვაფერდები ცოტახანში ალბათ ვეღარცკი მიცნობთ : ) მოკლედ რომ ვთქვა ცვლილებების დროა დროა გავიზარდო და შევიცვალო აბა წარმატებები მისურვეთ რა თქმა უნდა თქვენთან ერთად და წინ წარმატებებისაკეეეეეეენ !!!!!!!! მიყვარხართ სულ სულ ყველააააააააააააააააა იმიტომ რომ ძალიან კარგები ხართ და კიდევ იმიტომ რომ სულ სულ ჩემები ხართ და   თუ რამეს ვაკეთებ იმიტომ მიხარია რომ თქვენთვის და თქვენთან ერთად ვაკეთებ   ცხოვრებაში რაც არ უნდა  გააკეთო  ყველაფერი უმნიშვნელო იქნება მთავარია  გააკეთო  რადგან შენს გარდა ამას ვერავინ გააკეთებს  ასე  რომ ვაკეთოთ თუნდაც უმნიშვნელო რამ მთავარია ვაკეთოთ თანაც რაც მთავარია ერთად და კარგად ვაკეთოთ!!!!

ჩემი ფერების ისტორია

თუკი ოდესმე გიოცნებია დაე ოცნებები აგხდენოდეს თუკი ოდესმე ფერადი სიზმარი გინახავს დაე ცხოვრება სიზმარივით გაგფერადებოდეს.. სიზმარში გიფრენია? თუ არა, მაშინ ბევრი დაგიკარგავს… ფრენა ბედნიერებაა…. ფრთები გასხია და მთელს სამყაროს შენი მზერით ათბობ გადაუფრენ მწვანე მოლს და ხედავ როგორ ესალმება პატარა ნაწნავებიანი გოგონა მზეს მოჭუტული თვალებით…. აქა-იქ მინდვრის ყვავილებია მიმოფანტული გოგონა კი პეპლებს დასდევს ოღონდ დასაჭერად კი არა უბრალოდ ესალმება და ოცნებებს უზიარებს, ეფერება გარემოს… სიცოცხლეს შეჰხარის შენც მისი სიხარული გიხარია და მის ჩრდილად გადაიქცევი…. ახლა უკვე შეგიძლია ყველგან თან გაჰყვე მისი ცხოვრების მეგზური გახდე…. ბავშვი შენს თვალწინ იზრდება და მოდის ზაფხული…. ის უკვე ზღვასთანაა…. ახლა ზღვას უყვება თავისი ოცნებების ზღვაც აუღელვებლად უსმენს…. ისე იდუმალი… სიჩუმით პასუხობს ნამდვილად ძალიან უყვარს გოგონა ზღვას…. Continue reading

ჩარლი ჩაპლინი, წერილი ჯერალდინას

წერილი, რომელიც, როგორც ცნობილია, ჩარლი ჩაპლინმა მისწერა საკუთარ ქალიშვილს – ჯერალდინას

ჩემო გოგონა,

ახლა ღამეა. შობა ღამე. ჩემს პატარა ციხესიმაგრეში ყველა უაბჯრო მეციხოვნემ ძილს მისცა თავი. სძინავს შენს და-ძმას. დედაშენსაც კი ჩაეძინა. შენ ისე შორს ხარ ჩემგან… მაგრამ დაე, თვალისჩინი წამერთვას, თუ ახლაც, ამ წუთს, შენს სურათს არ ვუმზერდე. ის აქ არის, მაგიდაზე, ჩემს გულთან ახლოს. შენ კი სადა ხარ? შორს, ზღაპრულ პარიზში. ელისეს მინდვრების თეატრში. დიდებულ სცენაზე ცეკვავ. ხომ კარგად ვიცი ეს, მაგრამ მაინც, წყნარი ღამის მდუმარებაში თითქოს ცხადად ჩამესმის შენი ნაბიჯების ხმა. ვხედავ შენს თვალებს, ზამთრის ცაზე გაბნეული ვარსკვლავებივით რომ კიაფობენ. ვიცი, ამ ლამაზ სპექტაკლში ხანისგან დატყვევებული სპარსელი მზეთუნახავის როლს ასრულებ. იყავი მზეთუნახავი და იცეკვე. იყავი ვარსკვლავი და იკაშკაშე. მაგრამ თუკი მაყურებლის მადლობამ და აღტაცებამ დაგათროს, თუ მორთმეული ყვავილების სურნელებამ თავბრუ დაგასხას, განმარტოვდი სადმე კუთხეში და ჩემი წერილი წაიკითხე, ყური მიუგდე მამაშენის ხმას. მე მამაშენი ვარ, ჯერალდინა! მე ჩარლი ჩაპლინი ვარ, ჩარლი ჩაპლინი!
Continue reading